სასიამოვნო სიახლეს გიზიარებთ! იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი"-ს გუნდის ორი წევრი, ელენე ნუცუბიძე და დავით ესებუა, დაწინაურდნენ ახალ პოზიციებზე.
ელენე ნუცუბიძე მუშაობას იურისტის რანგში გააგრძელებს, დავით ესებუა კი უმცროსი იურისტის სტატუსით. მათი განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები და პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულება დიდი შენაძენია ჩვენი გუნდისათვის.
ვულოცავთ ელენეს და დავითს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებებს მათ მომავალ კარიერულ გზაზე!