ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ნინო მაღრაძე

ნინო მაღრაძე

მრჩეველი nmaghradze@mkdlaw.ge +995 322553880
პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:

განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება, ელექტროენერგიის ბაზრები, ელექტროენერგიით ვაჭრობა, ენერგეტიკის მარეგულირებელი საკითხები, მდგრადი განვითარება.

ძირითადი ინდუსტრიები:

ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა (PPP).

ნინო მაღრაძე არის MKD Law-ს მრჩეველი ენერგეტიკის სფეროში. მისი გამოცდილება განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების, ელექტროენერგიის ბაზრებისა და მარეგულირებელ საკითხებთან შესაბამისობის მიმართულებით 15 წელს აღემატება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა პოზიციებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Caucasus Clean Energy Holding, Cerberus Frontier, Schulze Global Investments, KG Energy LLC და Georgian Investment Group Energy. მას ასევე აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (GSE) მუშაობის გამოცდილება.

ნინოს ძირითადი მიღწევები და ბოლოდროინდელი პროექტები მოიცავს: 7 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის პორტფელის კომერციული და მარეგულირებელი შესაბამისობის მართვას; USAID-სა და ეკონომიკის სამინისტროსთვის საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტზე მუშაობას; EBRD / LDK Consulting / Nord Pool-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობასა და ბაზრის წესების შემუშავებას; ევროკომისიის (HiQSTEP), Helvetas-ისა და SEURECA SAS-ის საერთაშორისო პროექტებში ენერგეტიკის ექსპერტად მუშაობას. იგი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) მარეგულირებელ საკითხებსა და პოლიტიკის შესაბამისობაზე.

ნინო მაღრაძემ 2013 წელს მოიპოვა დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი ენერგეტიკასა და ელექტროინჟინერიაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მდგრად ენერგეტიკაში ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში. იგი ასევე სწავლობდა ავსტრიაში, ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. ნინო არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკულ კონფერენციებში. იგი არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და საქართველოს უნივერსიტეტში. იგი, ასევე, გახლდათ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ენერგეტიკულ საკითხთა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

მშობლიური ენის, ქართულის, გარდა ნინო სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.